საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო კომპანია „ერნსტ & იანგი"-ს იუბილეს. კომპანია 20 წელია მუშაობს ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თანამედროვე ქართული ბიზნესი და „ერნსტ & იანგი," შეიძლება ითქვას, თანატოლები არიან და ერთად მიდიან წარმატებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის გამჭირვალობა, სანდოობა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ბიზნესი. მოხარული ვარ, რომ სწორედ ასეთია თქვენი კომპანია და ის პოლიტიკა, რომელსაც ამკვიდრებთ საქართველოში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ ბევრ 20 წელს გისურვებთ. იმედია, ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ქართულ ეკონომიკას და ხელს შევუწყობთ ქართული ბიზნესის დამკვიდრებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.