შს მოქმედმა მინისტრმა ირკალი ღარიბაშვილმა მის შემცვლელად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განმარტა ჭიკაიძე ამ ეტაპზე თბილისის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელია.
ალექსანდრე ჭიკაიძე
დაბადების თარიღი და ადგილი: 6 ივნისი, 1985 წელი; ქ.თბილისი
განათლება:
2007 წ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით.
წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი
პროფესიული გამოცდილება:
2013 წლის მარტიდან დღემდე - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი
2012 -2013 წწ - შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი
2011-2012 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი
2010-2011 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი
2009 წ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
2008- 2009 წწ - მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.