გრიპის ვირუსის შემთხვევები მრავლად არ ფიქსირდება, თუმცა მის გააქტიურებას უახლოეს მომავალში ელოდებიან, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ,  პაატა იმნაძემ განაცხადა. 
მისივე განცხადებით, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.
„ გრიპის ვირუსი ჯერ არ გააქტიურებულა, თუმცა  უახლოეს დღეებში მის მატებას უნდა ველოდოთ . იმისთვის რომ, თავიდან ავიცილოთ ის, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანვა'' - აცხადებს პაატა იმნაძე.