"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერაბიშვილის თქმით, კბილაშვილმა პროკურატურა აქცია ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად, რადგან უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს რაც გულისხმობს, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლას და მისი პოლიტიკური სივრციდან გაქრობას.
"ამავე დროს, კბილაშვილმა თავის თავზე აიღო მწამებელი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება, რითაც დაფარა ბედუკაძისა და მისი ჯგუფის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან". მისი საქმიანობა მოკლედ შეიძლება შეფასდეს - რომ იგი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს,"- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.