დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ეპიზოდზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისდა კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმ პირებსს დაკითხავენ, რომლებიც დასაქმების პროგრამაში იყვნენ ჩართული.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, საქმეში მათ ბრალეულობას ამ დრომდე ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული და ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები