8 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ზაქარაიას და სამღერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ირემაშვილის, სიხარულიძის, თიანეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (პეტრიწის ქუჩა) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, ყაზბეგის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოს და მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არმაზის, დუშეთის და გელათის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის და გორგასლის ქუჩის, აბანოს, სამღებროს, ბოტანიკურის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ლოჭინის, ვეძათხევის, უზნაძის, რომის, ჯავახიშვილის, ნეკრასოვის, ხეთაგუროვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის ქუჩის და ბუხაიძის I შესახვევის, ჩაისუბნის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარიჯანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, მარგიანის, ნუცუბიძის, გურიელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის, დელისის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.