საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის," ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი ოფიცერი, კირილე მელქაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყალბი ინვოისის საფუძველზე, საქონლის განბაჟებაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მეწარმისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.