შსს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N4 სასაზღვრო სექტორის (ახკერპი)დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე რუბიკ ბ., ორმაგი მოქალაქეობის მქონე კარენ ხ. და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე არტურ ა., რომლებიც 2013 წლის 5 ნოემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები