დიდი ბრიტანეთის უესლიანსკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ რუტლანტი აზერბაიჯანული სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისათვის სამხრეთ კავკასია, არ შედის პრიორიტეტულ რეგიონებს შორის, ისე როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო.
მისივე თქმით, "არ არსებობს არავითარი ეჭვი იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-მ დაკარგა თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარმა ომმა კარგად დაანახა ყველას თუ როგორ იქნა განადგურებული აშშ-ს უახლოესი მოკავშირე. ყოველივე ამასთან ერთად კი აშშ უუნარო აღმოჩნდა ან სურვილი არც გასჩენია იმისა, რომ ყოველივე ამაზე რეაგირება მოეხდინა. მეტიც, აშშ-მ შუამავლის მისიის შესრულება საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის გადააბარეს. კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეჩერებაც კი ვერ შეძლეს, იმ საკითხში, რო მას საბრძოლო მოქმედებები არ დაეწყო", _ აცხადებს პიტერ რუტლანტი და დასძენს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერას რაღაც გაერთიანებასაც ჰქონდა ადგილი, მათ შორის იყო საქართველოსათვის დახმარების გაზრდა, "თუმცა ობამას ადმინისტრაციისათვის სამხრეთ კავკასია პრიორიტეტული რეგიონების ნუსხაში არ შედის, ისე როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო".
"მიმაჩნია, რომ არც მოსკოვს და რათქმაუნდა არც ვაშინგტონს, არ აქვს იმის ინტერესი, რომ მათ შორის რაიმე სახის სეროზული დაპირისპირება მოხდეს და ამავდროულად არც რუსეთი და არც აშშDარ არის დაინტერესებული იმაში, რომ ამ რეგიონში ახალი კონფლიქტი მოხდეს", _ აცხადებს პიტერ რუტლანტი.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი მთლიანად დაკავებულია თავისი შიდა საკითხებით, მათ შორის ჩრდილოკავკასიაში წესრიგისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებითაც.
"მიუხედავად ამისა მე მაიც ვერ ვხედავ საფუძვეს იმისა, რომ მოსკოვს ჰქონდეს სერიოზული რესურსი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში გავლენა ჰქონდეს. თუმცა იგი სავსეა მონდომებით დაიცვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის მიერ მიღწეული წარმატებები", _ აცხადებს პროფესორი.