"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე პროკურორის აცილებას ითხოვს.
მერაბიშვილის თქმით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი მასზე პირად ანგარიშსწორებას ახორციელებენ, რის გამოც კარგი იქნებოდა თუ მოხდებოდა საქმეზე არსებული პროკურორების შეცვლა.
"ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ანგარიშსწორების გამო არ გაუფუჭონ კარიერა ამ ახალგაზრდებს, წავიდნენ ისინი და კარგი იქნება თუ მოვა ასაკოვანი პროკურორი, რომელიც დღე-დღეზე პენსიაზე გავა და სირცხვილისა და დანაშაულის განცდა არ ექნება", - აცხადებს მერაბიშვილი.
ბრალდების მხარემ დაცვის შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე სათათბიროდ გავიდა.