საქართველოს პრეზიდენტს, შესაძლოა, უფლებამოსილება დამატებით კიდევ შეეზღუდოს და მას ყველა კატეგორიის მსჯავრდებულის შეწყალების უფლება აღარ მიეცეს.
შესაბამისი კანონის რეგულაციას სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ემხრობა.
,,ნებისმიერი შეწყალების აქტი უნდა გამომდინარეობდეს ჰუმანურობის პრინციპიდან, მაგრამ უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. პატიმარი რომელიც არ აღიარებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს სხვა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამგვარი პატიმრის შეწყალების საკითხი, ვიდრე იმ პატიმრის რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა ნანუაშვილმა.