შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე წაყენებული ბრალდება ოფიცალურად მოეხსნა.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დამხრების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მის უწყებაში ახალაიას შეწყალების აქტი უკვე დარეგისტრირდა და ბრალდებული ოფიციალურად გათავისუფლდა აღნიშნული ბრალდებისგან.
"შეწყალების აქტი შემოვიდა, დრეგისტრირდა, მოეხსნა და შესაბამისად ამ ეპიზოდში გათავისუფლდა. თუმცა მას აქვს ახლად წაყენებულ ბრალზე აღმკვეთი ღონისძიება შეფარდებული. ზოგადად მე ეს საქმე შესწავლილი მაქვს თავის დროზე და სახალხო დამცველის მოხსენებებში ნათლად არის გამოკვეთილი, რომ ეს ამბოხება, რომელსაც შემდეგ 7 ადამიანის სიკვდილი და ათეულობით ადამიანის დაჭერა მოჰყვა, პირდაპირ იყო გამოწვეული ადმინისტრაციის ქმედებებით,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ახალაია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.