საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე , თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ბ.ბ.
მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, საბაჟოს ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღის 69 ცალი ვაზნა - 9 mmX19 PARABELLUM - და 2 ცალი მჭიდი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს.