თბილისის აეროპორტში, დუბაი - თბილისის რეისით სომხეთის მოქალაქე ა. ა. ჩამოფრინდა. მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 24 ცალი მობილური ტელეფონი (13 ცალი Samsung Galaxy; 2 ცალი Sony Xperia; 8 ცალი iPhone 5; 1 ცალი Nokia Lumia 1020) და 1 ცალი პლანშეტური კომპიუტერი (Samsung Galaxy TAB2). აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 21355.74 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.