რუსეთის პროკურატურამ საქართველოში აფხაზეთში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იუსუპ ლაკაევის ექსტრადაციის მოთხოვნით ოფიციალური მიმართვა გამოგზავნა.
„კომერსანტის ინფორმაციით, ლაკაევი მზადაა თავი დამნაშავედ ცნოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენის დანაშაულებებში. თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მკვიდრი იუსუპ ლაკაევი, აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობის შემდეგ მალევე ბათუმში დააკავეს. მან ქართველი პოლიციელი დაჭრა და საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად თავადაც დაიჭრა. მასზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელზე თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძღული.
მასალის გამოყენების პირობები