ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო თავად სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ ეს იყო კიდევ ერთი განაცხადი იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, ორგანიზებული დანაშაული, მაფია დამარცხდა საქართველოს ციხეებში,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტზე ხელმოწერის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
მინაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა და პროკურატურა ქურდებთან ერთად აწარმოებდნენ სადამსჯელო ოპერაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია თავის დროზე კრმინალის წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ბრძოლისთვის დაესაჯათ.
"ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ ასეთი მოქმედებები არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც კრიმინალს არ გაუვა მომავალში,"- აღნიშნა მინაშვილმა.