შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის ნავსადგურში ნაოსნობის წესების (განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონი) დარღვევის ფაქტზე, სიერა ლეონეს დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "PAVEL GRABOVSKIY" დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის, აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები