მოსკოვში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, ეროვნებით ქართველი 39 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. დაკავებული მამაკაცი იარაღის უკანონო ბრუნვაში იყო ჩართული. დაკავებისას მას მთელი არსენალი აღმოუჩინეს.
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი იარაღით ინტერნეტში ვაჭრობდა. მთელს პროდუქციას ფოტო ჰქონდა გადაღებული და ის სპეციალურ ინტერნეტ-გვერდზე იყო განთავსებული.
იქვე მითითებული იყო საფოსტო მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა შეკვეთის გაკეთება.
ამის შემდეგ მამაკაცი ასახელებდა დროსა და ადგილს სადაც უნდა მისულიყვნენ მყიდველები.
სამართალდამცავებმა იარაღის შენახვის წერტილი აღმოაჩინეს.
ფაქტზე აღძრულის სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულის ვინაობა არ კონკრეტდება.