შესაძლოა იმ პოლიტიკოსების მიმართ ვინც მაიზერ ლიპარტელიანის უფლებებს დაარღვევს სამართლებრივი ქმედებები დაიწყოს - განცხადება ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ლიპარტელიანის ადვოკატებმა გიორგი ონიანმა და გიორგი ყიფშიძემ განაცხადეს.
ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, მანანა კობახიძის განცხადებას, სადაც ის ლიპარტელიანს ბუტა რობაქიძის მკვლელად მოიხსენიებს.
"ხელოვნურად ყალიბდება საზოგადოებაში აზრი, რომ ბუტა რობაქიძე მაიზერ ლიპარტელიანმა მოკლა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ლიპარტელიანს არათუ არ მოუკლავს რობაქიძე, არამედ მისი მკვლელობის ადგილზეც კი არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების ფაქტს, ეს აბსოლუტურად სამართლებრივად მოხდა. ამასთან მაიზერს თვალის უმძიმესი დაავადება აქვს და მას სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. ეს იყო უმეტესად მიზეზი შეწყალების და მას სააკაშვილთან არანაირი შეხება არ აქვს", - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
პრეზიდენტმა მაიზერ ლიპარტელიანი ორი დღის წინ შეიწყალა. ამ ფაქტს პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მანანა კობახიძემ აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და მაიზერ ლიპარტელიანი ბუტა რობაქიძის მკვლელად მოიხსენია.