ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი განახლდება. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილი.
დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა ისევ გაგრძელდება.
,,მოწმეებიდან დაკითხული გვყავს მხოლოდ 15 ადამიანი თუ სწორად მახსოვს, დასაკითხია სამი ათას სამას სამოცდაცხრა რაც არალოგიკურია და თავიდანვე ვამბობდით რომ წარმოუდგენელია ამდენი მოწმის დაკითხვა. თავიდანვე ეს გახდა შოუს ნაწილი", _განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.