მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, სავარაუდოდოდ, საბრძოლო მასალა უკვე ვადაგასულია და მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ერთ-ერთ ოთახში სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა იპოვეს საბრძოლო მასალა. წინასწარი ინფორმაციით, სიძველის გამო იგი შეიძლება ვარგისი არ იყოს. ექსპერტიზა დანიშნულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლია. საქმე აღძრული სსკ 236-ე მუხლით", _აცხადებს შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში.