e.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ რევაზ ჭარბაძეს, დავით ჭაკუასა და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
თავდაპირველად მოსსმართლემ ახალაიას სასჯელის სახით 5 წელი შეუფარდა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოეხსნა და სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა.
ამავე დროს მოსამართლის გადაწყვეტილებით ახალაიას2 წლითა სამი თვით თანამდებობაზე დანიშვნა შეეზღუდება და 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალია უფლებამოსილების გადამეტებაში იყო ბრალდებული.