ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს. როგორც 17 ოქტომბერს გამართულ პროცესზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა პროკურატურას აქვს ახლი ტაქტიკა, რომელსაც მოწმეების ჩადება ჰქვია.
,,ჩემი შეფასებით პროკურატურას აქვს ახლი ტაქტიკა, რომელსაც მოწმეების ჩადება ჰქვია. ადრე თუ იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება იყო, ახლა პროკურატურა მოწმეების ჩადებას ამკვიდრებს. 6-7 წლის წინ მე ლეგიტიმურად ვიმყოფებოდი იმ ტერიტორიაზე, რაზეც აღნიშნულ საქმეშია საუბარი და ლეგიტიმურ ღონისძიებებს ვახორციელებდი, 6 წლის შემდეგ მოდის პროკურორი და გვეუბნება, რომ დანაშაული ჩავიდინეთ", - განაცხადა ახალაიამ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალია უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული.