გასულ ოთხშაბათს გერმანიდან საქართველოში ე.წ. "კანონიერი ქურდის" სულხან თავრთქილაძის ჩამოიყვანეს. სულხან თავართქილაძე ე.წ. ქურდულ სამყაროში „სუხო ზამაზას" მეტსახელითა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაცით, ის პორტუგალიაში დააკავეს და 23 ოქტომბერს ლისაბონიდან იქნა დეპორტირებული.
მიუნხენის აეროპორტში იგი სატრანზიტო ზონაში „დაიკარგა", თუმცა გერმანის პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა და უახლოესი რეისით თბილისში გამოამგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავების გასაუბრების შემდეგ თავართქილაძე თურქეთში გაძევეს. იმავე რეისით ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთიდან 22 ოქტომბერს დეპორტირებული კიდევ ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა გაძევეს.
სულხან თავართქილაძე თბილისური კლანის წარმომადგენელია.
მასალის გამოყენების პირობები