უკრაინაში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ოდესაში 65 წლის, საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს, რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი ოდესაში საცხოვრებლად და სამუშაოდ, 1 წლის უკან ჩავიდა. ეჭვმიტანილი ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ რემონტის გასაკეთებლად დაიქირავა, თუმცა როცა სახლის პატრონები შინიდან გავიდნენ, ეჭვმიტანილი შინ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად დარჩა. ოჯახის უფროსი შინ მოულოდნელად დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეს მის მცირეწლოვან შვილთან ერთად შეუსწრო. მამამ საქართველოს მოქალაქე სცემა და ამის შემდეგ გამოუძახა პოლიციას.
ეჭვმიტანლი ამ დროისათვის დაპატიმრებულია და მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.