შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი. დაკავებულის განმარტებით იგი უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამმართლის საქმე საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.