საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს", ტერიტორიაზე თურქეთიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ს. შემოვიდა. მგზავრის სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „დიფენოქსილატი" - 14 აბი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.