საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ნინოწმინდას" გამშვებ პუნქტზე სომხეთიდან რუსეთის მოქალაქე გ.ტ შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიზიკური დათვალიერებისას, მგზავრს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: სამაჯური - 2 ცალი, ბეჭედი - 5 ცალი, ყელსაბამი - 2 ცალი, მედალიონი -1 ცალი, საერთო წონით 91.89 გრამი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონლის სატარიფო ღირებულებამ 4589.63 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4589.63 ლარის ოდენობით.