ელექტრონული მოწყობილობების იაპონური მწარმოებელი Panasonic-ი 2014 წლისთვის თანამშრომელთა რაოდენობას 2-ჯერ შეამცირებს. საწყის ეტაპზე კომპანია უარს იტყვის უცხოურ აქტივებზე, საუბარია ინდონეზიაში, ჩინეთში, მაილაიზიაში და სინგაპურში მდებარე საწარმოების გაჩერებაზე. კომპანიას გადაწყვეტილი აქვს 14 ათასი თანამშრომლიდან 7 ათასამდე შემცირება. როგორც ცნობილია, აგვისტოს ბოლოს კომპანიამ სმარტფონების გამოშვებაც შეწყვიტა, რადგანაც მასზე სათანადო მოთხოვნა არ იყო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის Panasonic-ს მოგება მზის ბატარეებისგან და სამედიცინო აპარატურის წარმოებიდან აქვს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Sony-ის, Panasonic-სა და Sharp-ის ტელევიზორების წილი მსოფლიო ბაზარზე 20 %-ია, Samsung-ი ბაზრის 27,7%-ს იკავებს, ხოლო LG Electronics-ი კი 15%-ს.