საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (სსსპ) ახალგაზრდული ფრთა წარადგინა. ახაგაზრდული სსსპ-ს დაფუძნების მიზანს წარმოადგენს, ქართველი ახალგაზრდებისთვის ბიზნესის კეთების და უნარების ჩამოყალიბების ბიძგის მიცემა და განვითარება, იმისთვის რომ შეიქმნას პლატფორმა სსპ-ში მომავალი ბიზნეს პროფესიონალების ჩართულობის.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ საქართველოში. პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ახალგაზრდა თაობის განვითარებაში და მათ ადრეულ ასაკშივე გააცნობს თანამედროვე ბიზნესის სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლოდ გახდნენ ლიდერები და წარმატებული ბიზნესმენები." განაცხადა ბატონმა ფადი ასლიმ -საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ.
ახალგაზრდა სსპ -ს წევრები მთელი წლის განმავლობაში დაესწრებიან სემინარებს და ღონისძიებებს, რომლის მიზანიცაა ახლოს გააცნონ მომავალ ლიდერებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და პრაქტიკული მხრიდან დაანახონ ბიზნეს აქტივობები გლობალური მასშტაბით. სსპ-ს წევრები მონაწილეობას მიიღებენ სერთიფიცირებულ ტრეინინგებშიც, რომლებიც ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: ლიდერობა, კორპორატიული მართვა, პროექტების მენეჯმენტი, ბიზნესი და სსპ-ს წესები და პუბლიკაციები. სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების გავლის საშუალება სსსპ-ს პარტნიორ კომპანიებში. საერთაშორისო სავაჭრო პალატა თანაშრომლობს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან: თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩამოთვლილი უნივერსიტეტების, ისევე როგორც სხვა უნივერსიტების სტუდენტებს შეუძლიათ გახდნენ ახალგაზრდა სსსპ-ის წევრები. სტუდენტები უნდა იყვნენ 20-26 წლის და უნდა სწავლობდნენ, ან დამთავრებული ქონდეთ ბიზნესთან კავშირში მყოფი ფაკულტეტები (მაგალითად: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა, ან სამართალი).
იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სსსპ-ს წევრები არიან წელიწადში 150 ლარს გადაიხდიან, სხვა სტუნდეტების სტუდენტები - 250 ლარს. ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე დაათავრეს სწავლა ასევე გადახდიან 250 ლარს.