აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას მხარდაჭერით და ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი (12-17 წლამდე) დღეს საფრანგეთში ქ.სტრასბურგში, მიემგზავრება სადაც პროექტის ,,ხელოვნება მშვიდობისათვის" გამოფენა გაიმართება.
კერძოდ, 28 ოქტომბერს ქ.სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობასთან საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან) გაიხსნება და 31 ოქტომბერს დაიხურება.
კონგრესის 25-ე სესიაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების კონგრესის დირექტორის მანუელ ლეზერტუას მიერ დელეგაციის წევრები.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.