საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებს და მის დახვეწაზე მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სსფ-ის მუდმივმა წარმოამდგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„წლის ბოლოს უმუშევრობასთან დაკავშირებით იქნება უფრო ნათელი სურათი. გვექნება 2013 წლის მონაცემები, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა. ფინანსთა მინისტრის კრიტიკას უმუშევრობის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშრებით ნაწილობრივ ვიზიარებთ და მზად ვართ მის დახვეწაზე ვიმუშაოთ. ასეთი პროგნოზის გაკეთება ზოგადად ძალიან ძნელია. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც ეხება", - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმოამდგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები