პროკურატურა ,,თეთრი საყელოს" დანაშაულზე ბრალდებული პირებისთვის სასჯელის ლიბერალიზაციაზე მუშაობს. როგორც ,,თბილის მარიოტში" ჟურნალისტებთან მთავრმა პროკურორმა განაცხადა ამ მიმართულებით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი რომელიც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას.
,, როდესაც თანამდებობრივი დანაშაულების, ეკონომიკური დანაშაულების ჩადენა ხდება და პირს ბრალდებულის სახით ვაძლევთ პასუხისმგებლობაში, აქ შესაძლებელია არ იქნას გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების სახით ისეთი მკაცრი ზომა, როგორიცაა პატიმრობა და შერჩეული იქნას რაიმე სხვა ღონისძიება. სწორედ ამ თემას ემსახურება დღევანდელი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მოამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას. ვიფიქრებთ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე და საბოლოო ჯამში, ამ იდეის განხორციელებას მივიღებთ კანონმდებლობაში", - განაცხადა კბილაშვილმა, რომელიც ,,თბილის მარიოტში" ,,თეთრი საყელოს" დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრობლემატიკისა და ბრალდებულთა პრობაციის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კონფერენციას ესწრება.