"Georgian Airways"-ი („აირზენა") ბაღდადის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 18 ოქტომბერს სააგენტოში ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის განაცხადება შევიდა, რითაც კომპანია თბილისი-ბაღდადი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენის სიხშირის დამტკიცებას ითხოვს.
"Georgian Airways"-ში კი აცხადებენ, რომ ავიაკომპანია ერაყის ორ ქალაქში ავიარეისებს უკვე ახორციელებს და ამჯერად ფრენების განხორციელება ბაღდადის მიმართულებითაც სურს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოსა და ერაყის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2013 წლის 25 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, თითოეული მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველებს ჯამში 8 სიხშირის გამოყენება შეუძლიათ.