24-26 ოქტომბერს, სასტუმრო "შერატონ ბათუმი" მე-3 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა „Batum Build 2013"-ს უმასპინძლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მე-3 საერთაშორისო სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების გამოფენაზე მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები და სამშენებლო სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება პრეზენტაციები მონაწილეთათვის, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - დავით ბალაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე და ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საკონსულოები, დიპლომატიური კორპუსებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები