ხვალ, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში საგანმანათლებლო პრექტი "XIX საუკუნის მრავალეთნიკური თბილისი" იქნება წარმოდგენილი.
საგანმანათლელო პროგრამა გაიმართება გამოფენის ფარგლებში, რომელიც გვაცნობს თბილისის მრავალეთნიკურ ისტორიასა და ეთნოგრაფიას. მონაწილე ჯგუფები გაეცნობიან ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, ქურთული, ებრაული, აღმოსავლური და ევროპული მატერიალური კულტურის ნიმუშებს. წარმოდგენილი იქნება შესაბამისი თემატიკის მქონე ექსპონატები, ფოტომასალა, ტრანსპორტისა თუ ქალაქის ინტერიერების ამსახველი მაკეტები, აზიური და ევროპული საკრავები, ხელნაკეთი თოჯინები, ტანსაცმელი და სხვა.
საგანმანათლებლო პროექტი მონაწილეებს ძველი თბილისის შესახებ ვიზუალურ-ტექსტუალურ მასალას მიაწვდის, რომელიც სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს იმ დროის თბილისის ყოფისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს.