გალერეა "ბაიაში" ნიკა ყაზბეგის გამოფენა "შავ-თეთრი კინო" მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე გრაფიკოსის, თეატრის და კინოს მხატვრის ნიკა ყაზბეგის მიერ შესრულებული ქართული ფილმების ესკიზებია წარმოდგენილი: "ჯარისკაცის მამა", "ნინო", "შეხვედრა წარსულთან" და სხვა.
ნიკოლოზ ყაზბეგი მოღვაწეობდა 1908-1983 წლებში. 1951 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1930 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს თითქმის ყველა თეატრში რეჟისორებთან: კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე თაყაიშვილი, გიორგი მიქელაძე, სერგო ჭელიძე და სხვები. გაფორმებული აქვს დაახლოებით 300-მდე სპექტაკლი. 1959 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად კინოფილმზე "ნინო". გაფორმებული აქვს ჩვიდმეტამდე ფილმი, მათშორის: "ჯარისკაცის მამა", "შეხვედრა წარსულთან", "მოლოდინი", "სამკაული სატრფოსათვის" "მე დავბრუნდები" და სხვა.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.