საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ლაფანყურის საქმეზე შექმნილი საზოგადოებრივი კომისიის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება.
მინისტრის თქმით, შსს-ში გამოძიება საფუძვლიანად მიმდინარეობს და გამოძიების დეტალებს საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.
"მათ ჰქონდათ უფლება, რომ შეექმნათ ეს კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კომისია არ იქნება ეფექტური, ვინაიდან გამოძიება ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, ძალიან მალე დავასრულებთ და პასუხს გავცემთ ნებისმიერ კითხვას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატთან 12 წევრისგან შემდგარი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ექსპერტი კახა კახიშვილი, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი შედიან.