,,საზოგადოებრივ მაუწყებლის" ყოფილი დირექტორის საქმესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დღეს 16:00 საათზე გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი ბარათაშვილის ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა განაცხადა გამორიცხული არ არის, რომ მოსამზადებელ სხდომაზე პროცესი მთვარ სხდომაში გადაიზარდოს.
,, დღეს გაიმართება მოსამზადებელი სხდომა, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს მთავარ სხდომაში. ანალოგიურად მოხდა პირველ შემთხვევაშიც, როცა ბარათაშვილი თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვდა, მაშინაც სასამართლომ იმსჯელა ჩვენს არგუმენტებზე და მთვაარი სხდომა იმავე დღეს ჩატარდა", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მარიამ გოგოსაშვილმა.
მისივე განმარტებით მათი მოთხოვა ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და იმ გადაწტვეტილების ბათილად ცნობაა რომლის თანახმად მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლა.
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. კერძოდ მოხდეს გიორგი ბარათაშვილი ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად დაუყოვნებლივ აღდგენა.
,, ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ მოხდეს გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, რადგან მოგეხსენებათ რა სიტუაციაა მაუწყებელში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი ბარათაშვილის ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწუყებლის" ბორდმა გიორგი ბარათაშვილი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან უკვე მეორედ გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე ბარათაშვილმა სასამართლოს გზით მოახერხა თანამდებობაზე დაბრუნება.