დღეს, 23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის "მთვრალი ალუბალი" პრემიერა გაიმართება.
სპეტაკლი რეჟისორი და ტექსტის ავტორი ლევან წულაძე და ალექსანდრე ელოშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ეკა ჩხეიძე, მალხაზ აბულაძე, მანანა კოზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი, ზაზა გოგუაძე, დათო ხურცილავა, ქეთი ცხაკაია, ონისე ონიანი, ნოდარ დოღონაძე, ზურა ბერიკაშვილი, პაატა ინაური, ნინო გაჩეჩილაძე, ნინო წულაძე, ზაზა სალია.
სპექტაკლში შეხვედრის ადგილი კაფე-ბარი მთვრალი ალუბალია. აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს თან უსმენენ თან ეჩხუბებიან, რაღაცის დაკარგვის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან. ეს სპექტაკლი კი არა- ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანის პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ. ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ და სამუდამოდ . ისინიც ერთმანეთს შეხვდნენ. ორი მარტოსული. ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი.