გორში დაკარგული 15 წლის სანდრო მგალობლიშვილი იპოვეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გუშინ დაკარგული არასრულწლოვანი რაჭაში ნათესავებთან იმყოფებოდა.
15 წლის სანდრო მგალობლიშვილი სახლიდან გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. არასრულწლოვანი კალათბურთით იყო დაკავებული და გაუჩინარებამდე ის სავარჯიშოდ მიდიოდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მოზარდი სპორტულ დარბაზში არ მისულა და გზიდან გაუჩინარდა.