შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდნენ
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შევედრები გამართეს.
დასავლეთ საქართველოს ვიზიტის ფარგლებში შსს-ს წარმომადგენლები სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად მომდევნო დღეებში ონისა და საჩხერის რაიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებსაც მოინახულებენ.