შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულად დააკავეს საქართველოს მოქალაქე რაულ შ., რომელმაც 2013 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე მეჰმან ა.-ს კუთვნილ პასპორტში თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის აღმნიშვნელი ყალბი თარიღ-დამღა ჩაარტყა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით.