შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სუფსისა და ნატანების საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები: კონსტანტინე ლ. და სულხან კ.
აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები