დღეს 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით "კვალი...პრომეთე...ამირანი" გაიმართება.
ექსპოზიცია სხვადასხვა ტექნოლოგიებითაა წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობას იღებს ათი ქართველი და ხუთი გერმანელი ხელოვანი: ანდრეას თოირერი, ერნსატ ბაუმაისტერი, ჰანს შაიბი, რობერტ ვებერი, გერო ტროიკე, ლია ნახუცრიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, არჩილ თურმანიძე, ზურაბ აფხაზაშვილი, კახაბერ დემურაძე, გოგი ხახუტაშვილი, გოგა ჯაფარიძე, გურამ ხეცურიანი, გოჩა ღულელაური, თემო ჯავახიშვილი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები წარმოაჩენს ინდივიდუალიზმის თავისებურებებს მითოლოგიურ მოტივებთან მიმართებაში.
თბილისის ისტორიის მუზეუმი და საქართველო-გერმანიის საზოგადოება უკვე მეხუთედ სთავაზობს საზოგადოებას ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობით შექმნილ ერთობლივ პროექტს.
გამოფენა გაგრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები