დღეს, 12:00 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.
მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2013 წლის იანვარი-ივნისის თვეების დაკვირვების შედეგებს. როგორც საია-ში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით საქართველოს სასამართლოებში სისხლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები