ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი გარდაცვლილი 2 წლის ბავშვია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი მიზეზით ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი ხობის რაიონულ საავდმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საპარტრულო პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.