19 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან ირანის მოქალაქე მ.ე. შემოვიდა. მგზავრის ავტომანქანის დათვალიერებისას საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის „დიფენოქსილატის" 5 აბი აღმოაჩინეს.
იმავე დღეს, „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ფ., რომლის ბარგსა და ხელბარგში, ასევე, აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „აცეტამინოფენ კოდეინი" - 10 აბი, ფსიქოტროპული პრეპარატები: „დიაზეპამი" - 6 აბი, „ფსევდოეფედრინი" - 8 აბი, „ალპრაზოლამი" - 10 აბი, „ქლორდიაზეპოქსიდი" - 13 აბი.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.