22 ოქტომბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
სამგორის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ი. ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის IV კვარტლის, ირემაშვილის, სიხარულიძის, თიანეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.