Qatar Airways-ი 4 დღიანი გლობალური აქციას აცხადებს. კომპანიის ინფორმაციით, „აღმოაჩინეთ მსოფლიო - 4 დღიანი გლობალური აქცია"- ითვალისწინებს 25%-მდე ფასდაკლებას. აქცია ძალაშია 21 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით და ის ეკონომ და ბიზნეს კლასის ბილეთებზე, მსოფლიოს 120 -ზე მეტი მიმართულებით, 25 %-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებს.
აქციის ფარგლებში, ბილეთების მოგზაურობის ვადა პერიოდი მოიცავს 27 ოქტომბერიდან 2014 წლის 19 ივნისამდე პერიოდს.